საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან 2021-10-12 12:00:00
სჯსუ (SJUNI)სჯსუ (SJUNI)

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 12 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთშორისო დღეს. შეხვედრა მიმდინარეობდა ჰიბრიდული მეთოდით: ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, თითოეული ფაკულტეტიდან წარმოდგენილ იყო რამდენიმე სტუდენტი აუდიტორიაში, ხოლო დანარჩენი სტუდენტები მონაწილეობდნენ Zoom პლატფორმის გამოყენებით.

ღონისძიებაზე განხილული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამაფრთხილებელი ნიშნები და რეკომენდაციები ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

სტუდენტებს მიესალმა და პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ მნიშვნელობაზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა როინ თათეშვილი.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და მკვლევარი ქეთევან ნარიმანიშვილი.