საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან 2021-10-13 14:00:00
ქუთაისის უნივერსიტეტი (KU)ქუთაისის უნივერსიტეტი (KU)

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ქუთაისის უნივერსიტეტში, Erasmus+ CBHE პროგრამით დაფინანსებული პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებას პროექტის მკვლევარი ფსიქოლოგები - ნინო ქარსელაძე და ბაია კუბლაშვილი გაუძღვნენ და მას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ, მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მონაცემების წარდგენა და ვიდეორგოლის ჩვენება, სტუდენტებსა და პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია და ფსიქიკური/ფსიქოლოგიური პრობლემების განხილვა. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს საჩუქრები გადაეცა.

E-PSY პროექტით გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები - ნინო ქარსელაძე და ბაია კუბლაშვილი სტუმრობდნენ სატელევიოზიო გადაცემას „ჩვენი დღე“.