სიახლეები

კომუნიკაციის პრობლემა

კომუნიკაციის პრობლემა

კომუნიკაცია ადამიანებს შორის ურთიერთობის ორმხრივი პროცესია, რომლის მიზანს წარმოადგენს სოციალური კავშირების დამყარება, ინფორმაციის, აზრების, ცოდნის, განცდების და ემოციების გაზიარება.

კომუნიკაციის სირთულეები უკავშირდება ადამიანებთან ურთიერთობის პროცესს, საკუთარი აზრების და ფიქრების გამოხატვას, ინფორმაციის გაცვლას, პირადი სივრცის და ემოციების გაზიარებას და შესაძლოა, კონფლიქტის და ფსიქიკური პრობლემების მიზეზიც კი გახდეს.

გთავაზობთ სტრატეგიებკომუნიკაციის პროცესში პრობლემების თავიდან ასაცილებლად:

კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის მზაობა და ღიაობა, მასში ჩართულ პირებს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ინფორმაციის სიზუსტე.

ეცადეთ, გაითვალისწინოთ და მინიმუმამდე შეამციროთ ყველა ის ბარიერი, რომლეც ხელს შეუშლის ეფექტურ კომუნიკაციას.

ყურადღებით შეარჩიეთ კომუნიკაციის ტექსტი, სიტყვები. შინაარსი უნდა იყოს ნათელი, გრამატიკულად გამართული, კონკრეტული და არაორაზროვანი.

საუბრის დროს მოერიდეთ მონოტონურობას, სწორად შეარჩიეთ საუბრის ტემპი, ტონი, ინტონაცია.

ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციის დაწყებას და დასრულებას, რადგან მსმენელი განსაკუთრებულად კარგად იმახსოვრებს დასაწყისსა და ბოლო ნაწილს.

იყავით აქტიური მსმენელი. მოსმენა მხოლოდ ინფორმაციის გაგებას არ ნიშნავს. მოსმენისას კონცენტრირდით მოსაუბრეზე და შეეცადეთ, გაიგოთ არა მხოლოდ მოსაუბრის ინფორმაცია, არამედ მისი ემოციაც.

გაზარდეთ მოსმენის ეფექტურობა. მიმართეთ ყურადღება მთქმელისკენ. ისმინეთ ყურადღებით. ეცადეთ, მოსაუბრეს სიტყვა არ შეაწყვეტინოთ.

შეეცადეთ, შეამციროთ მოსმენის ხელისშემშლელი პირობები, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური (დაქვეითებული სმენა, ხმაურიანი გარემო, მოსმენასთან ერთად რამის კეთება და სხვ.) ან გონებრივი ხასიათის (ყურადღების გაფანტვა, სხვა რამეზე ფიქრი, წინასწარი განსჯა და ა.შ.).

გაგების გაუმჯობესების მიზნით, მიიღეთ გაგონილი ისე, როგორც ის არის ნათქვამი. ნუ შეეცდებით წინასწარ, სანამ მოსაუბრე დაამთავრებდეს საუარს, შეაფასოთ ნათქვამი ან შეეკამათოთ.

ეცადეთ, მსმეელთან დაამყაროთ თვალით კონტაქტი, მოიპოვოთ ნდობა. გქონდეთ სიტუაციის შესაფერისი, ბუნებრივი ემოცია; იყავით პოზიტიური და გულწრფელი.

თავი აარიდეთ ინფორმაციის დამახინჯებას, ამა თუ იმ მხარის გადამეტებულად წარმოჩენას, დადებითი და უარყოფითი დეტალებისგან გაფილტვრას და ობიექტური ინფორმაციის უგულებელყოფას.

დასვით შეკითხვები გაგონილის შინაარსის დასაზუსტებლად, რაც გაგებაშიც დაგეხმარებათ და მოსაუბრესაც მიანიშნებს მის მიმართ ინტერესზე.

გულდასმით ჩამოაყალიბეთ შეკითხვის შინაარსი. დასვით სწორი შეკითხვები.

გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია, ოღონდ დაიცავით ზომიერება.

ეცადეთ, სწორად მართოთ ემოციები.

მოსაუბრის მიმართ იყავით თავდაჯერებული, კეთილგანწყობილი, გულწრფელი, ემპათიური, ეთიკური.