სიახლეები

ფინანსური საკითხები

ფინანსური საკითხები

თითოეული ადამიანი ფინანსურ პრობლემებთან შეხებისას განიცდის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს. ნეგატიური განცდები, უიმედობა ან სხვა მდგომარეობა ბუნებრივი ემოციებია, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში შეიძლება გაჩნდეს.

ეს მხოლოდ დროებითია! თვალი გაუსწორეთ ფაქტებს!

პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა და შეძლებისდაგვარად ეცადეთ, გააგრძელოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში.

პირველი ნაბიჯი, რომელიც ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებისას უნდა გადადგათ, ფაქტებისთვის თვალის გასწორებაა! დასახეთ პრობლემის მოგვარების ვარიანტები და განიხილეთ თითოეული ცალ-ცალკე. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, დღევანდელ სიტუაციაში ონლაინ სამსახურის მოძიება, დამატებითი სამსახური, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის ძიება, ბანკის სესხის აღება და ა.შ.

როცა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სრულყოფილად არ ფლობთ, ეს თქვენს შფოთვას მხოლოდ ამწვავებს. გამოყავით დრო იმისთვის, რომ გულისყურით შეისწავლოთ ყველა გადასახადი, ქვითარი თუ საკრედიტო ვალდებულება.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაძლიეთ სტრესული მდგომარეობა და მშვიდად გააანალიზეთ შექმნილი მდგომარეობა. გაიაზრეთ სიტუაცია, მოიძიეთ მისი გადაჭრის გზები და საშუალებები.

იმის ცოდნა, თუ რასთან გამკლავება გიწევთ, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

თქვენ არ ხართ მარტო! საჭიროების შემთხვევაში, ითხოვეთ დახმარება.

თუ თქვენი ვალები და სხვა გადასახადები ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეთ, დასახმარებლად სხვებს მიმართეთ. თქვენი ბანკის წარმომადგენელთან გაარკვიეთ, სესხის აუღებლად, სიტუაციასთან გამკლავების რა გზები არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენი ფინანსური პრობლემების წინაშე. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ მათთვის, ვინც მხარს გვიჭერს – მშობლები, ძმები და დები, მეგობრები, მათთვის თქვენ ისეთივე ძვირფასი ხართ, როგორც ისინი თქვენთვის! სთხოვეთ დახმარება და აუცილებლად იგრძნობთ მათ მხარდაჭერას – ეს არ არის სირცხვილი!

შეადგინეთ ბიუჯეტი.

მას შემდეგ, რაც თქვენს ხარჯებზე ნათელ წარმოდგენას შეიქმნით, შემოსავალს დააკვირდით. დაიანგარიშეთ, რა რაოდენობის თანხა გრჩებათ მას მერე, რაც ყველა ფინანსურ ვალდებულებას გაისტუმრებთ. როცა გაარკვევთ, თვის განმავლობაში რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ, თავს მეტად წყნარად იგრძნობთ. თქვენი ბანკის ონლაინ-აპლიკაციებსა და სერვისებში საფუძვლიანად გარკვევაც ხარჯების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

გააცნობიერეთ თქვენი დამოკიდებულება ხარჯვისადმი.

რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური ფიქრები ვერაფერს შეცვლის, თუმცა ის აუცილებლად მოგცემთ მოტივაციას და აღძრავს სურვილს, სიტუაციის გასაუმჯობესებლად დაიწყოთ ქმედებებიც.

გახსოვდეთ, რომ ვალები ვერ გაკონტროლებთ თქვენ – თქვენ აკონტროლებთ მათ!

უმრავლესობა, ვისაც ფინანსური შფოთვა აწუხებს, სიღარიბის ზღვარზე ნამდვილად არ იმყოფება. შესაძლოა, მაშინაც კი, როცა მშვენიერი შემოსავალი გაქვთ, ხარჯვის დროს მაინც გრძნობთ პანიკის შემოტევას და რაიმეს ყიდვას ფულის გადადებას არჩევთ. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. შეიძლება, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ფინანსური კრიზისი გადაიტანეთ ან პირად თუ პროფესიულ სივრცეში სტაბილურობის განცდა გაკლიათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბანკში მეტი ფული რომ გქონდეთ, თავს უკეთესად თუ იგრძნობდით ან ფულის დახმარებით თუ შეიძლება რაღაც ისეთის გაკეთება, რაც დაცულობის განცდასა და ბედნიერებას მოგანიჭებდათ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

იზრუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციალის გააქტიურებაზე. შეიცვალეთ გარემო, დაკავდით აქტიური დასვენებით და ჰობით.

იმისათვის, რომ კონკრეტულ სტრესულ მდგომარებაში შეინარჩუნთ პოზიტიური განწყობა და სტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა, სასურველია, ნაკლები დრო დაუთმოთ ნეგატიურ მოვლენებზე ფიქრს. დატკბით ყველა, თუნდაც უმნიშვნელო მომენტით, კონცენტრირება მოახდინეთ ცხოვრების პოზიტიურ მომენტებზე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დანებდეთ!

გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ მოცემული რჩევა და ნახავთ, როგორ მალე დაუბრუნდება თქვენი ცხოვრება ძველ რიტმს!