სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში2023-07-11

სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2023 წლის 26-30 ივნისს, ერასმუს+ პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (E-PSY (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრების წარმომადგენლები. კვირეულის მიზანი იყო სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრებში მომუშავე ფსიქოლოგებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების (გაიდლაინების) შემუშავება.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: ბსუ-ის რექტორმა, პროფ. მერაბ ხალვაშმა; რექტორის მოადგილემ, პროფ. თამარ სირაძემ; EPSY-ის პროექტის კოორდინატორმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატმენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ; პროექტის კოორდინატორმა ბსუ-ში, პროფ. მარინა აროშიძემ; იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ლევან ჯაყელმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. თეონა ბერიძემ.

ერთი კვირის განმავლობაში პროექტის კოორდინატორის, პროფესორ ინდირა ძაგანიას ხელმძღვანელობით საქართველოს, პოლონეთის, რუმინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის წარმომადგენლებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: დოკუმენტების წარმოება (რა ფორმის დოკუმენტი, პასუხისმგებელი პირი, შენახვის ფორმა); ფსიქოგანათლების დაგეგმვა -პროცედურა/სტრატეგიები; ელექტრონული პორტალის ჩართვა, სკრინინგული ინსტრუმენტების ჩატვირთვა სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე, პირველადი შეფასება; ინდივიდუალური კონსულტირების ეთიკური საკითხები (კონფიდენციალობის საკითხი); ჯგუფური კონსულტირების ეთიკური საკითხები (კონფიდენციალობის საკითხი); რეფერალის სისტემა/მექანიზმი, კრიზისული შემთხვევები; კონსულტირების პროცესში გამოსაყენებელი ინსტრუმენტების შერჩევა; რისკები და რისკების მართვა (მაგ.: კონსულტირების შეწყვეტა, კონსულტირების გაგრძელების შეუძლებლობა და ა.შ.); კონსულტირების კაბინეტი (სივრცის მოწყობა); კონსულტანტის კომპეტენციები და პროფესიული განვითარება; სუპერვიზიისა და ინტერვიზიის მექანიზმები.

ბათუმში შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა, შემუშავდა სახელმძღვანელო პრინციპები სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრებში მომუშავე ფსიქოლოგებისთვის.

მადლობას ვუხდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს მხარდაჭერისთვის და პროექტის კოორდინატორს ბსუ-ში, პროფესორ მარინა აროშიძეს კვირეულის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.