epsy.ge

ხდკ

მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს,  როცა

  •  ადამიანი თავს კარგად გრძნობს
  • აცნობიერებს, რომ აქვს უნარი  გაუმკლავდეს  ყოველდღიურ სირთულეებს და სტრესს
  •  იყოს პროდუქტიული და ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

 

ემოციური მდგრადობა - გულისხმობს თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას, გრძნობების გაზიარებას,  სხვების დაფასებას და საკუთარი ემოციების კონსტრუქციულად მართვას.

სოციალური კეთილდღეობა - მენტალური ჯანმრთელობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების ხარისხს, რაც ჩვენს სოციალურ კეთილდღეობას, სოციუმში ყოფნით სიამოვნების მიღებას და ახალი ურთიერთობების დამყარებას განაპირობებს.

კოგნიტური მდგომარეობა - ის, თუ როგორ და რა საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას გარე სამყაროდან, როგორ გადავამუშავებთ და ვაანალიზებთ, ვიმახსოვრებთ, ვაზროვნებთ და ვჭრით პრობლემებს, დიდწილად სწორედ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული

 

სოხუმის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მომსახურება სოხუმის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის სრულად უფასოა.

სოხუმის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში ვიზიტების რაოდენობა შეუზღუდავაია.

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში გაწეული მომსახურება სრულად კონფიდენციალურია. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია, რომელიც მხარეებმა გადასცეს ერთმანეთს  ინდივიდუალური სესიის დროს.

კარიერული ქოუჩი/კონსულტანტი გეხმარებათ პროფესიული გზის დაგეგმვაში, ახალი შესაძლებლობების დანახვასა და კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.

ქოუჩი გაძლევთ მხარდაჭერას, გეხმარებათ ბარიერების გადალახვაში და ზრდის შინაგან მოტივაციას.

დიახ, ფსიქოლოგიური კონსუსლტირების ცენტრის თანამშრომელი შემოგთავაზებთ ტექნიკებს, რომლებიც ამცირებს სტრესს და გეხმარებათ ბალანსის შენარჩუნებაში.

დიახ, ფსიქოლოგიური კონსუსლტირების ცენტრის თანამშრომლის დახმარებით უკეთ იგებთ საკუთარ ღირებულებებს, სურვილებსა და ძლიერ მხარეებს, რაც ზრდის თვითდაჯერებას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

არა, სესიები ტარდება უნივერსისტეტის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში.

სესიის რაოდენობა ინდივიდუალურია. ზოგჯერ რამდენიმე შეხვედრა საკმარისია, ზოგჯერ კი გრძელვადიანი მუშაობა უკეთეს შედეგს იძლევა.

ფსიქოლოგი მუშაობს ემოციურ სირთულეებთან და წარსულ გამოცდილებასთან, ქოუჩი კი მომავალზეა ორიენტირებული და მიზნების მიღწევაში გეხმარებათ.

ქოუჩი გეხმარებათ მიზნების განსაზღვრაში, რესურსების აღმოჩენასა და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში.

  • თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ უმკლავდებით შინაგან წინააღმდეგობებს და სტრესს
  • გაქვთ მიზნის მიღწევის უშედეგო მცდელობები
  • გაქვთ კრიზისი ურთიერთობებში, პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში
  • გაქვთ სიხარულის და ბედნიერების შეგრძნების განცდა, მოტივაციის დანაკლისი
  • გაქვთ არასრულყოფილების და თავდაუჯერებლობის განცდა
  • გსურთ საკუთარი თავის შეცნობა -უნარების, შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობა
  • გსურთ საკუთარი რესურსების აღმოჩენა და მათი მეშვებით სასურველი რეალობის შექმნა
  • გსურთ კარიერული გზის დაგეგმვა
  • თვლით, რომ გაჩერებული ხართ, მაშინ როცა გსურთ მოძრაობა და საკუთარი მომავლის შექმნა
  • გსურთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ
  • და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაზეც გჭირდება პასუხები....

  • შიდა ქართლი
  • კახეთი
  • იმერეთი
  • სამეგრელო
  • აჭარა
  • სამცხე-ჯავახეთი

 1. ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
    2. პერსონალის მომზადება და გადამზადება;
    3. რეკომენდაციებისა  და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავება;
    4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;
    5. საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნა.