2025 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის საჭიროებების შესწავლას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა – სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ 2022 წლიდან ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია). ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებთან ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, განხორცილედა კვლევები.
მიმდინარე წელს კვლევა ტარდება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან მათი ჩივილების შესწავლის მიზნით. თსუ - ში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად 90 აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტი, რომელთაც შეხვედრის მიზნებზე ესაუბრა თსუ ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია.
პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, რომელმაც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადააუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. სტუდენტებს მიესალმა პროფესორი გუგული მაღრაძე, რომელმაც ისაუბრა ევროპის უნივერსიტეტებში არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობაზე, ასეთი ცენტრების არსებობის აუცილებლობაზე.
ქვეპროგრამის მონაწილემ, ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“. მან სტუდენტებს გააცნო ჩატარებული კვლევების შედეგები და ძირითადი მიგნებები. ჩაატარდა ანკეტური გამოკითხვა. სტუდენტები დაიყვნენ ფოკუს ჯგუფებად და უპასუხეს იმ შეკითხვებს, რომლებიც მოდერატორების მიერ იყო მომზადებული.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.