"ჯგუფური თერაპია - სოციალური უნარების განვითარებისთვის"

"ჯგუფური თერაპია - სოციალური უნარების განვითარებისთვის"

"ჯგუფური თერაპია - სოციალური უნარების განვითარებისთვის"2024-10-31

"ჯგუფური თერაპია - სოციალური უნარების განვითარებისთვის"

2024 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი: 32 04 05) ქვეპროგრამა - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში, ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ინიციატივით და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის მხარდაჭერით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ფილოსიფიის მაგისტრი, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოკონსულტანტი (EAP), ერიქსონის ქოუჩინგის სკოლის სერტიფიცირებული ქოუჩი ქალბატონი ეკა ჩემია. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ვრცლად ისაუბრა მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და მხარდამჭერ ინსტრუმენტებზე, მათ შორის ჯგუფური თერაპიის დროს ინდივიდის სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობებზე. ვინაიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა ადამიანთა ურთიერთობებში ჩართულობა, მათთვის თანაგრძნობა და მხარდაჭერა, სხვა ადამიანების მეშვეობით საკუთარი შეცდომების ამოცნობა, რასაც მოყვება საკუთარი ტკივილისგან გათავისუფლება, თავდაჯერებულობა, შიშის და შფოთვის დაძლევა, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ქალბატონ ეკას  არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს სტუდენტებმა, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა შეიქმნას თერაპიული ჯგუფი სოხუმის უნივერსიტეტის  სტუდენტებისთვის და მოხალისეობრივ საწყისებზე ჩატარდეს ექვსი შეხვედრა ქალბატონ ეკას ჩემიასთან.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახური და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ეკა ჩემიას  საინტერესო შეხვედრისთვის. მსგავსი შეხვედრები დარგის პროფესიონალების ჩართულობით უწყვეტ რიჟიმში წარიმართება სოხუმის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში.