2025 წლის 29 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის
პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, შედგა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
სტუდენტებთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“
ქვეპროგრამა – სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების
ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ 2022 წლიდან
ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (კოორდინატორია საერთაშორისო
ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი,
პროფესორი ინდირა ძაგანია). ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებთან ჩატარდა არაერთი
საინფორმაციო შეხვედრა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, განხორცილედა
კვლევები.
მიმდინარე წელს კვლევა ტარდება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად
არაქართველ სტუდენტებთან მათი ჩივილების შესწავლის მიზნით.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი 110 სტუდენტი, რომელთაც
შეხვედრის მიზნებზე ესაუბრა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით
მახვილაძე.
სტუდენტებს მიესალმა პროფესორი გუგული მაღრაძე, რომელმაც ისაუბრა
ევროპის უნივერსიტეტებში არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების
საქმიანობაზე, ასეთი ცენტრების არსებობის აუცილებლობაზე.
პროფესორმა ხათუნა ამაღლობლმა ყურადღება გაამახვილა სსუ-ის
კოორდინატორობით განხორციელებულ ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის
პროექტზე „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, რომლის ფარგლებშიც
ცხრა ქართულ უნივერსიტეტში გაიხსნა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი და
განხორციელდა კვლევა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მიერ დაფინანსებული ქვეპროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური
სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ სწორედ ამ მიმართულებით აგრძელებს კვლევებს.
პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა, ასევე, ისაუბრა უკვე ჩატარებულ კვლევებზე.
ქვეპროგრამის მონაწილემ, ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია
თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის
მხარდაჭერა“. მან სტუდენტებს გააცნო ჩატარებული კვლევების შედეგები და ძირითადი
მიგნებები.
პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა და ნათია ჭოჭუამ ჩაატარეს ანკეტური
გამოკითხვა. სტუდენტები დაიყვნენ ფოკუს ჯგუფებად და უპასუხეს იმ შეკითხვებს,
რომლებიც მოდერატორების მიერ იყო მომზადებული.