შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან2026-03-13

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წელს ახორციელებს საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას – „სტუდენტების
ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“, რომლის
მიზნებია:
ა) მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლება – სტუდენტებს შორის
ინფორმაციული კამპანიის გაძლიერება ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის
მნიშვნელობაზე.
ბ) ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტენდენციების შესწავლა –
სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების
თავისებურებების გაანალიზება.
გ) ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფსიქოლოგიური ეფექტების
იდენტიფიცირება – სტუდენტთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ხელოვნური
ინტელექტის გამოყენების გავლენის მრავალმხრივი შესწავლა.
დ) პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება – ხელოვნური ინტელექტის
ჯანსაღად გამოყენებაზე ცნობარის შექმნა.
2026 წლის 12 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების
მეცნიერებათა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლისა და
დიპლომატიის ფაკულტეტების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებთან გაიმართა
შეხვედრა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მენტალურ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეპროგრამის
კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.
ქვეპროგრამის მონაწილემ, ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია
თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის
მხარდაჭერა“. მან ისაუბრა სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, მათი დაძლევის
გზებსა და მეთოდებზე.

საკითხმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციის შემდეგ
დარიგდა საინფორმაციო ფლაერები და ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა. სტუდენტებმა
უპასუხეს იმ შეკითხვებს, რომლებიც მოდერატორების მიერ იყო მომზადებული.