სამუშაო ვიზიტით თრაკიის უნივერსიტეტში

სამუშაო ვიზიტით თრაკიის უნივერსიტეტში

სამუშაო ვიზიტით თრაკიის უნივერსიტეტში2026-06-21

სამუშაო ვიზიტით თრაკიის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის“
ქვეპროგრამა – სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების
ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში,
2026 წლის 13-18 ივნისს, თრაკიის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) შედგა საერთაშორისო
ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსის,
ქვეპროგრამის კოორდინატორის, პროფესორ ინდირა ძაგანიასა და ფსიქოლოგ ნათია
ჭოჭუას სამუშაო ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორთან და ფსიქოლოგთან ევთიმიოს ლამპრიდისთან;
უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო მხარდაჭერის ცენტრის
წარმომადგენელ ფსიქოლოგებთან – ანა მაკრიდუსა და კონსტანტინოს
კონსტანტინიდისთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
სტუდენტთა ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის
გაცნობას – მის სტრუქტურას, მუშაობის ძირითად მიმართულებებს, სტუდენტებისთვის
ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის პრაქტიკულ მექანიზმებს.
ასევე შედგა შეხვედრები მარია სამაკურისთან – ცენტრის
კოორდინატორთან/სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ფსიქიატრთან, რომელიც ბერძენ
სტუდენტებში ერთობლივი კვლევის ჩატარების იდეით გამოვიდა. პროფესორ მარია
დიმასთან და სტეფანია ამირიდუსთან განხილულ იქნა სამომავლო პროექტები.
შეხვედრების დროს ქართულმა მხარემ ბერძენ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია
მიაწოდა პროექტზე „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის
პლატფორმის მხარდაჭერა“, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას, აქტუალობასა და
პრაქტიკულ ხასიათს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა
ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხებს, საგანმანათლებლო გარემოში
ახალგაზრდობის მხარდაჭერის მდგრადი მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და ამ
სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ფსიქოლოგმა ნათია

ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – „სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის
მდგომარეობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, სადაც
ასახული იყო პროექტის მიზნები, მისი ძირითადი მიმართულებები, მოსალოდნელი
შედეგები და სტუდენტურ აუდიტორიასთან მუშაობის პრაქტიკული მიდგომები.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საფუძვლად დაედო პროფესიულ
დისკუსიას ფსიქოლოგიური სირთულეების პრევენციის, სტუდენტთა კონსულტირებისა
და ხელსაყრელი საუნივერსიტეტო გარემოს ჩამოყალიბების საკითხებზე.
სამუშაო ვიზიტი კონსტრუქციულ, პროფესიულ და მეგობრულ ატმოსფეროში
წარიმართა.