სიახლეები

პირადი პრობლემები

პირადი პრობლემები

ყველას აქვს პრობლემები ცხოვრებაში. უმეტესწილად, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადავწყვიტოთ ისინი. თუმცა მათ მოუგვარებლობას შეუძლია  გამოიწვიოს სტრეს და შფოთვა.

გთავაზოთ სტრატეგიე ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.

გაქვთ პრობლემა?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ  პრობლემა არსებობს. 

როგორ ამოიცნობთ პრობლემას ადრეულ ეტაპზე?

- ეადგინეთ სია. თავი შეაჩვით ცხოვრებაში არსებული პრობლემების ჩამონათვალის გაკეთებას.

- გამოიყენეთ თქვენი გრძნობები. გამოიყენეთ თქვენი ნეგატიური ემოციები თქვენს დასახმარებლად: ეცადეთ იპოვოთ ის პრობლემა, რომელიც თავს ასე გაგრძნობინებთ, როდესაც განიცდით შფოთვას, სტრესს, იმედგაცრუებას ან გაღიზიანებას.

- იპოვეთ გამოწვევა. თუ ფიქრობთ, რომ პრობლემები არის უდიდესი საფრთხე, რომ ისინი სისუსტის ან წარუმატებლობის ნიშანია და ფიქრობთ, რომ პრობლემების მოგვარება არ შეგიძლით, თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას!

  რაში მდგომარეობს პრობლემა?

- პრობლემის გადაჭრის მცდელობამდე, ჯერ უნდა განსაზღვროთ იგი. 

- მხოლოდ ფაქტები. ფრთხილად იყავით, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი მოსაზრებების ან ვარაუდების შეტანა თქვენს განმარტებაში. ისინი, ხშირად  პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პრობლემის მოგვარებას.

 

- იყავით კონკრეტული. თუ თქვენი პრობლემის განსაზღვრისას ძალიან ბუნდოვანი ხართ, გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ საიდან და როგორ დაიწყოთ მისი გადაჭრა. 

 

როგორია ჩემი მიზნები მოცემული პრობლემის გადასაჭრელად?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევა მიზნების დასახვისთვის:

- იყავით რეალისტური. დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები მიღწევადია.

- იყავით კონკრეტული. თუ თქვენი მიზნები ბუნდოვანია, თქვენ ვერ გაიგებთ, როდის მიაღწევთ მათ.

- დაიწყეთ მოკლევადიანი მიზნებით. თუ თქვენ დაისახავთ მიზნებს, რომელთა მიღწევაც შედარებით სწრაფად არის შესაძლებელი, თქვენ გაქვთ მეტი შანსი, იმუშაოთ თქვენს პრობლემაზე.

მოიფიქრეთ ახალი გადაწყვეტილებები.

პრობლემების გადასაჭრელად ახალი სტრატეგიების მოფიქრების დროს შეგიძლიათ დაიცვათ „გონებრივი შტურმის“ წესები:

- შეიმუშავეთ გამოსავლის ბევრი გზა/სტრატეგია.

- არ განსაჯოთ თქვენი გადაწყვეტილებები. სულელური, უცნაური ან ექსტრემალური გადაწყვეტილებებიც კი კარგია ამ ეტაპზე. 

- გამოიყენეთ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებ.

- იყავით კონკრეტული. დარწმუნდით, რომ თქვენი გადაწყვეტილებები მოიცავს კონკრეტულ ქცევებს და არა ზოგად სტრატეგიებს.

- ითხოვეთ დახმარება. თუ გიჭირთ თქვენი პრობლემის ახალი და განსხვავებული გადაწყვეტილებების მოფიქრება, ჰკითხეთ რჩევა მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან თანამშრომლებს.

გადაწყვეტილების მიღება.

გთავაზობთ რამდენიმე სახელმძღვანელო მითითება, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა:

- მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება ნამდვილად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. 

- შეიძლება გქონდეთ მოლოდინი, რომ ნებისმიერი გამოსავალი მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, მაგრამ მისი საფასური უნდა შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს.

- თუ ფიქრობთ, რომ გამოსავალი თავს ცუდად, დამნაშავედ გაგრძნობინებთ, შესაძლოა, ეს არ იყოს საუკეთესო გამოსავალი. 
- საუკეთესო გამოსავალი იქნება ყველაზე მეტი სარგებლის და რაც შეიძლება ნაკლებ ხარჯის ქონა.

 

დაიმახსოვრეთ: არ არსებობს იდეალური გამოსავალი; როდესაც განიხილავთ თითოეულ პოტენციურ გამოსავალს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დააკმაყოფილებს ოთხივე კრიტერიუმს.

გადაწყვეტილების შესრულება.

თქვენ მიერ არჩეული გადაწყვეტილების განსახორციელებლად:

- შეადგინეთ იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებზეც  იმუშავებდით;

- ყოველდღე დაგადაამოწმეთ განცხადებები და რეკლამები;

- დაუკავშირდით ყველა იმ დამსაქმებელს, ვინც აცხადებს  სამუშაოს, რომელიც თქვენთვის საინტერესოა;

- გადააწყვეთ სამუშაო გრაფიკი, რათა საჭიროების შემთხვევაში მიხვიდეთ გასაუბრებაზე.

შეამოწმეთ თქვენი პრობლემა.

რა ვქნა, თუ ჩემი გადაწყვეტილება არ მუშაობს?

ასეთ დროს გადახედთ თქვენს ნაბიჯებს და დაუსვთ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

- სწორად განვსაზღვრე პრობლემა?

- იყო თუ არა ჩემი მიზნები რეალური?

- არსებობს სხვა შესაძლო გადაწყვეტილებები?

- არსებობს უკეთესი გამოსავალი, რისი არჩევაც შემეძლო?

- გავაკეთე ყველაფირი ისე, როგორც მქონდა დაგეგმილი?

თუ ამ ნაბიჯებს დაასრულებთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით, შემდეგ კი შეგიძლიათ გაასწოროთ ის და სცადოთ ხელახლა.

 

რჩევა: რთული ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა რთული სამუშაოა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საკუთარი თავის დაჯილდოება.