გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.2022-12-29

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.

მიმდინარე წლის 29 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.
პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students - E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP) 2021 წლის იანვრიდან დაიწყო, რომელიც ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერასმუს+ პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი. კონსორციუმის წევრები ასევე არიან: პოლონეთის ბიგდოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი; ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი; ბოლონიის კომპანია „სტეპსი“ (STePS); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნვიერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (თბილისი-კის) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება.
პროექტის ფარგლებში აკადემიური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და დახმარებას. ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები და ფსიქოთერაპევტები, ვინც მოემსახურება სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას.