დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი საკუთარ თავთან2023-02-01

დიალოგი საკუთარ თავთან

2023 წლის 1 თებერვალს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე.

ქ-ნი ლალი შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტს „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“.

ლალი ბადრიძე შეხვდა პროექტის მონაწილე ფსიქოლოგებს და ჩაატარა ვორქშოპი თემაზე - „დიალოგი საკუთარ თავთან“.