2023 წლის 5 ოქტომბერს, ერასმუს+ პროექტის - „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ - ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის (იტალია) ხელმძღვანელი რობერტო რიჩი, რომელიც პროექტის შესრულების ხარისხის კონტროლს ახორციელებს.
იტალიელი სტუმარი შეხვდა რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძესა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფესორ რომეო გალდავას.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ ინდირა ძაგანიასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, 6 ოქტომბერს თელავში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. დაისახა სამომავლო გეგმები.