ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)2022-03-06

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)

მიმდინარე წლის 23-27 მაისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“) ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროექტის პარტნიორ 9 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთს, ბიდგოშჩის ეკონომიკურ უნივერსიტეტს (WSG).

შეხვედრებში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პროექტის ავტორი და კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ინდირა ძაგანია.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი თათია კვარაცხელია და უნივერსიტეტში მოქმედი „ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო ოფისის კოორდინატორი ნათია წიფურია.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სამედიცინო და სოციალური სერვისების ცენტრები, სხვადასხვა დანიშნულების სენსორული ოთახები, გაეცნენ მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბიდგოშჩის მერთან, ჩელმნოს გუბერნატორთან და ტორუნის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობის გაგრძელებას კვლევის, განათლების და კულტურის სფეროში, რომელშიც ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, ვორქშოფებისა და ზაფხულის სკოლების ჩატარების.