2024 წლის 23 და 24 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელთა მიზანი იყო უცხოელ სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ქვეპროგრამის მონაწილემ, ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“. მან ისაუბრა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებზე, სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, ფსიქოლოგიური ცენტრებისადმი მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებზე.
ქვეპროგრამის მონაწილემ, პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა ხაზი გაუსვა სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობას.
საკითხმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ მონაწილეობა მიიღეს შეხვედრისას ჩატარებულ გამოკითხვაში.