ყველას აქვს პრობლემები ცხოვრებაში. უმეტესწილად, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადავწყვიტოთ ისინი. თუმცა მათ მოუგვარებლობას შეუძლია გამოიწვიოს სტრესი და შფოთვა.
გთავაზობთ სტრატეგიებს ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.
● გაქვთ პრობლემა?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ პრობლემა არსებობს.
როგორ ამოიცნობთ პრობლემას ადრეულ ეტაპზე?
- შეადგინეთ სია. თავი შეაჩვიეთ ცხოვრებაში არსებული პრობლემების ჩამონათვალის გაკეთებას.
- გამოიყენეთ თქვენი გრძნობები. გამოიყენეთ თქვენი ნეგატიური ემოციები თქვენს დასახმარებლად: ეცადეთ იპოვოთ ის პრობლემა, რომელიც თავს ასე გაგრძნობინებთ, როდესაც განიცდით შფოთვას, სტრესს, იმედგაცრუებას ან გაღიზიანებას.
- იპოვეთ გამოწვევა. თუ ფიქრობთ, რომ პრობლემები არის უდიდესი საფრთხე, რომ ისინი სისუსტის ან წარუმატებლობის ნიშანია და ფიქრობთ, რომ პრობლემების მოგვარება არ შეგიძლით, თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას!
● რაში მდგომარეობს პრობლემა?
- პრობლემის გადაჭრის მცდელობამდე, ჯერ უნდა განსაზღვროთ იგი.
- მხოლოდ ფაქტები. ფრთხილად იყავით, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი მოსაზრებების ან ვარაუდების შეტანა თქვენს განმარტებაში. ისინი, ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პრობლემის მოგვარებას.
- იყავით კონკრეტული. თუ თქვენი პრობლემის განსაზღვრისას ძალიან ბუნდოვანი ხართ, გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ საიდან და როგორ დაიწყოთ მისი გადაჭრა.
● როგორია ჩემი მიზნები მოცემული პრობლემის გადასაჭრელად?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მიზნების დასახვისთვის:
- იყავით რეალისტური. დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები მიღწევადია.
- იყავით კონკრეტული. თუ თქვენი მიზნები ბუნდოვანია, თქვენ ვერ გაიგებთ, როდის მიაღწევთ მათ.
- დაიწყეთ მოკლევადიანი მიზნებით. თუ თქვენ დაისახავთ მიზნებს, რომელთა მიღწევაც შედარებით სწრაფად არის შესაძლებელი, თქვენ გაქვთ მეტი შანსი, იმუშაოთ თქვენს პრობლემაზე.
● მოიფიქრეთ ახალი გადაწყვეტილებები.
პრობლემების გადასაჭრელად ახალი სტრატეგიების მოფიქრების დროს შეგიძლიათ დაიცვათ „გონებრივი შტურმის“ წესები:
- შეიმუშავეთ გამოსავლის ბევრი გზა/სტრატეგია.
- არ განსაჯოთ თქვენი გადაწყვეტილებები. სულელური, უცნაური ან ექსტრემალური გადაწყვეტილებებიც კი კარგია ამ ეტაპზე.
- გამოიყენეთ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება.
- იყავით კონკრეტული. დარწმუნდით, რომ თქვენი გადაწყვეტილებები მოიცავს კონკრეტულ ქცევებს და არა ზოგად სტრატეგიებს.
- ითხოვეთ დახმარება. თუ გიჭირთ თქვენი პრობლემის ახალი და განსხვავებული გადაწყვეტილებების მოფიქრება, ჰკითხეთ რჩევა მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან თანამშრომლებს.
● გადაწყვეტილების მიღება.
გთავაზობთ რამდენიმე სახელმძღვანელო მითითებას, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა:
- მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება ნამდვილად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
- შეიძლება გქონდეთ მოლოდინი, რომ ნებისმიერი გამოსავალი მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, მაგრამ მისი საფასური უნდა შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს.
- თუ ფიქრობთ, რომ გამოსავალი თავს ცუდად, დამნაშავედ გაგრძნობინებთ, შესაძლოა, ეს არ იყოს საუკეთესო გამოსავალი.
- საუკეთესო გამოსავალი იქნება ყველაზე მეტი სარგებლის და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯის ქონა.
დაიმახსოვრეთ: არ არსებობს იდეალური გამოსავალი; როდესაც განიხილავთ თითოეულ პოტენციურ გამოსავალს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დააკმაყოფილებს ოთხივე კრიტერიუმს.
● გადაწყვეტილების შესრულება.
თქვენ მიერ არჩეული გადაწყვეტილების განსახორციელებლად:
- შეადგინეთ იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებზეც იმუშავებდით;
- ყოველდღე დაგადაამოწმეთ განცხადებები და რეკლამები;
- დაუკავშირდით ყველა იმ დამსაქმებელს, ვინც აცხადებს სამუშაოს, რომელიც თქვენთვის საინტერესოა;
- გადააწყვეთ სამუშაო გრაფიკი, რათა საჭიროების შემთხვევაში მიხვიდეთ გასაუბრებაზე.
● შეამოწმეთ თქვენი პრობლემა.
რა ვქნა, თუ ჩემი გადაწყვეტილება არ მუშაობს?
ასეთ დროს გადახედეთ თქვენს ნაბიჯებს და დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
- სწორად განვსაზღვრე პრობლემა?
- იყო თუ არა ჩემი მიზნები რეალური?
- არსებობს სხვა შესაძლო გადაწყვეტილებები?
- არსებობს უკეთესი გამოსავალი, რისი არჩევაც შემეძლო?
- გავაკეთე ყველაფირი ისე, როგორც მქონდა დაგეგმილი?
თუ ამ ნაბიჯებს დაასრულებთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით, შემდეგ კი შეგიძლიათ გაასწოროთ ის და სცადოთ ხელახლა.
რჩევა: რთული ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა რთული სამუშაოა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საკუთარი თავის დაჯილდოება.