10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს როგორც პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, სტუდენტებმა. აღსანიშნავია, რომ თემატიკა, ძირითადად, ეხებოდა იმ სტრესორებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
პრეზენტაციების თემატიკა:
1. თამარ ადეიშვილი - „განწყობისა და მოლოდინების როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“;
2. ირმა შომახია - „ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აუცილებლობა“;
3. თამარ წულაია, ანა ჩომახაშვილი - „ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები“;
4. თიკო ახალაია, სალომე მელია - „პანდემიის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე და პოსტპანდემიური დარღვევები“;
5. თამარ ონიანი, მარი ჩაჩანიძე - „ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“;
6. დიანა ჯაგოდნიშვილი, მარიამ რაზმაძე - „სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები“;
7. მარიეტა კვარაცხელია, აისუნ დურსუნოვა - „სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“