შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY „ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და მენტალური ჯანმრთელობის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა: 10 ოქტომბერს ფსიქოლოგ ნინო ჯანაშიასთან გაიმართა საჯარო ლექცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქო-ეკოლოგიის ინსტრუმენტები“. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მენტალური ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებული მითები და ფაქტები, სტიგმა-დისკრიმინაციის პრობლემა, პრაქტიკული რჩევები მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის. მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა თემატური საინფორმაციო მასალები გაავრცელეს თანატოლთა შორის. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა თემატური ვებინარი პედაგოგიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვებინარზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვების ემოციური კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, ნაჩვენები იქნა სოციალური რგოლი „გზავნილები“, სადაც მოზარდები გარდატეხის ასაკის სირთულეებსა და სირთულეების დასაძლევად მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორებზე ყვებიან; დასასრულ, ვებინარის მონაწილეებმა, თემატური ქვიზის დახმარებით გადაამოწმეს საკუთარი ცოდნა მენტალურ ჯანრმთელობაზე.