HR - ინსტრუმენტები დასაქმებისთვის

HR - ინსტრუმენტები დასაქმებისთვის

HR - ინსტრუმენტები დასაქმებისთვის2024-11-28

HR - ინსტრუმენტები დასაქმებისთვის

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი: 32 04 05) ქვეპროგრამა - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში და „ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის“ ინიციატივით,  საკონსულტაციო კომპანიის SMART Support-ის წარმომადგენლებმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: “HR ინსტრუმენტები“.

SMART Support-ის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მხარდაჭერა დასაქმებასა და ადამიანური რესურსების მართვაში.  SMART Support-ის მმართველმა პარტნიორმა, ლიკა კოვზირიძემ და რეკრუტერმა მარიამ დიდიშვილმა სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კანდიდატების შერჩევის სფეროში და გააცნეს რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის დაწერის,  LinkedIn პროფილის შექმნის სტანდარტები და ფორმები, ასევე ისაუბრეს კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმების,  გასაუბრების ტექნიკების და  იმ აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების შესახებ, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დამსაქმებელი. 

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა.   SMART Support-ის ტრენერებს არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს სტუდენტებმა, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამასთან,  SMART Support-ის თანამშრომლებმა გააზიარეს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ სტუდენტებს დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში. https://smartsupport.ge

საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახური და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი დიდ მადლობას უხდის SMART Support საინტერესო შეხვედრისთვის. მსგავსი შეხვედრები დარგის პროფესიონალების ჩართულობით უწყვეტ რიჟიმში წარიმართება სოხუმის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში.