შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში2025-06-11

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 10 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის
პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ქვეპროგრამის წევრები, პროფესორი ხათუნა
ამაღლობელი და ირმა ზაქარაია შეხვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებს მათი ჩივილების შესწავლის მიზნით.
როგორც ადრე არაერთგზის აღგვინიშნავს, მიმდინარე წელს კვლევა ტარდება
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს მიესალმა და
შეხვედრის მიზანი გააცნო სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა,
პროფესორმა ციური დურულმა.
პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა ისაუბრა სსუ-ის კოორდინატორობით
განხორციელებულ ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტზე
„ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, რომლის ფარგლებშიც ცხრა ქართულ
უნივერსიტეტში გაიხსნა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი და განხორციელდა
კვლევა. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა მენტალური ჯანმრთელობის
მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ კი პროფ. ხათუნა ამაღლობელმა წარადგინა პრეზენტაცია
თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის
მხარდაჭერა“. მან სტუდენტებს გააცნო ჩატარებული კვლევების შედეგები, რამაც დიდი
დაინტერესება გამოიწვია.
პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა და ირმა ზაქარაიამ ჩაატარეს ანკეტური
გამოკითხვა. სტუდენტები დაიყვნენ ფოკუს ჯგუფებად და უპასუხეს იმ შეკითხვებს,
რომლებიც მოდერატორების მიერ იყო მომზადებული.

მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზებისთვის გსუ-ის სასწავლო პროცესის
მართვის სამსახურის უფროსს, პროფესორ ციური დურულს და შეხვედრის მონაწილეებს
– სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს,
პროფესორ თეა ხორგუაშვილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც.
პროფესორებს დავით ჩოჩიშვილსა და ზურაბ ოქროპირიძეს.