ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 11 ოქტომბერს, გაიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფსიქიკური სირთულეების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა - მათი საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრა.
შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული საკითხები: ფსიქიკური ჯანმრთელობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში - ძირითადი სირთულეებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების გაცნობა; თსუ-ის საკონსულტაციო ცენტრის როლი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაში - ცენტრის მიმდინარე პროექტის გაცნობა და სამომავლო გეგმების განხილვა.
შეხვედრა ჩაატარეს: ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ, ასისტენტ პროფესორმა მარიამ ფანჯიკიძემ, ასისტენტ პროფესორმა ქეთი მოსაშვილმა.