საინფორმაციო ვებინარი პროფესორმასწავლებლებისთვის

საინფორმაციო ვებინარი პროფესორმასწავლებლებისთვის

საინფორმაციო ვებინარი პროფესორმასწავლებლებისთვის 2021-10-15 15:00:00
თესაუ (TeSaU)თესაუ (TeSaU)

საინფორმაციო ვებინარი პროფესორმასწავლებლებისთვის

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13 და 15 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის აღსანიშნავად, პროექტის E-PSY „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო ტიპის ონლაინ შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.

13 ოქტომბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის დროსაც პროექტის მიზნებზე, კვლევის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა პროექტის მკვლევარ-მასწავლებელმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა დოქტორმა, ფსიქოლოგმა ია ჩაქიაშვილმა.

15 ოქტომბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან.