საერთაშორისო კონფერენცია „ სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“

საერთაშორისო კონფერენცია „ სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“

საერთაშორისო კონფერენცია „ სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“ 2023-05-30 09:00:00
ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თელავი, საქართველო)/ონლაინ (ZOOM)ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თელავი, საქართველო)/ონლაინ (ZOOM)

საერთაშორისო კონფერენცია „ სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“

გამოცხადდა რეგისტრაცია საერთაშორისო კონფერენციაზე „ სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“, რომლის მიზანია დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებულ მხარეებისთვის ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი კვლევების შედეგები სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის პრინციპებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის უახლესი და აპრობირებული მეთოდების შესახებ.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  1. აკადემიური გადაწვა და მენტალური პრობლემები სტუდენტებში;

  2. შფოთვის გავლენა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და მის საერთო კეთილდღეობაზე;

  3. ემოციების რეგულირების წვლილი უნივერსიტეტის სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში;

  4. კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სივრცეში, როგორც მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა;

  5. სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მენტალური ჯანმრთელობა;

  6. სოციალური (მათ შორის ფინანსური) პრობლემები და მენტალური ჯანმრთელობა;

  7. შფოთვა და დეპრესია სტუდენტებში;

  8. პერფექციონიზმი და მასთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები;

  9. დროის განაწილების სირთულეები სტუდენტებში;

  10. პროფესიულ არჩევნათან დაკავშირებული შფოთვა;

  11. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეები სტუდენტებში;

  12. ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები;

  13. ფსიქოლოგიური ტრამვა და პოსტტრამვული სტრესი;

  14. სტუდენტების ემოციური ინტელექტი და მისი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაში;

  15. სტრესი და სტრესთან გამკლავების გზები სტუდენტებში;

  16. მედეგობა, რეზილიენსი და სტუდენტები;

  17. სტუდენტების პიროვნული მახასიათებლების გავლენა ფსიქიკურ კეთილდღეობაზე;

  18. პროკრასტინაცია და ფსიქიკური კეთილდღეობა სტუდენტებში;

  19. თვითზრუნვის უნარები და მისი როლი სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე;

  20. პოზიტიური აზროვნება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა სტუდენტებში;

  21. უნივერსიტეტის კულტურის როლი სტუდენტების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე;

  22. შშმ და სსსმ სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;

  23. მიღწევის მოტივაცია და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.


 

კონფერენციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით.

კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს: https://forms.gle/bqeTp8mMipjDcbJK9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2023 წლის 30 მაისი