2022 წლის 17 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტნიორი ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა რობერტ ლაუკსმა და ჰიბრიდული დიდაქტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ეველინა გდანიეცმა, Erasmus+ პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, ჩაატარეს ვორქშოპი გაიდლაინების შემუშავების საკითხებზე პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.