2021 წლის 11 ივნისს განხორციელდა E-PSY პროექტის კონსორციუმის წევრების ვირტუალური შეხვედრა, რომელიც პროექტის ფინანსურ საკითხების განხილვასა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრებისთვის ტექნიკის შესყიდვის საკითხის განხილვას დაეთმო. შეხვედრის მსვლელობისას განისაზღვრა პარტნიორების მიერ ფინანსური ანგარიშის ორ კვარტალში ერთხელ გაზიარების საკითხი და ერთობლივი/ინდივიდუალური ტენდერების გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ.