2021 წლის 1 ივლისს განხორციელდა E-PSY პროექტის ფსიქოლოგებისა და პროექტის მენეჯერების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრებისთვის ლიტერატურისა და ფსიქოლოგიური ტესტების შერჩევის და შესყიდვის საკითხის განხილვა. შეხვედრის მსველელობისას პარტნიორმა უნივერსიტეტებმა საქართველოში განსაზღვრეს შესაძენი ლიტერატურის პირველადი სია.