ნუნუ მიცკევიჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ნუნუ მიცკევიჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ნუნუ მიცკევიჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში2021-11-24

ნუნუ მიცკევიჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 22 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი. საპატიო სტუმარი შეხვდა რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტს „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. 

მოცემული პროექტი შეესაბამება საქართველოს განვითარების ეროვნულ სტრატეგიას, რადგან ის პირდაპირ პასუხობს სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისა და სამოქმედო გეგმის 2015-2020 წლების სტრატეგიულ დოკუმენტში“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667876?publication=0). 

პროექტის ხუთი ძირითადი მიზნიდან ერთ-ერთია რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება საქართველოს პოლიტიკის შემქმნელებისა და სამთავრობო უწყებებისთვის.
 
სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არის პარტნიორი ორგანიზაცია და ის გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში და მხარი დაუჭუიროს პროექტის შედეგების განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სსუ პირველად გახდა პროექტის კოორდინატორი, ითქვა, რომ პროექტის შედეგები ეფექტურად შეუწყობს ხელს საუნივერსიტეტო სტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას საქართველოს სამიზნე უმაღლეს სასწავლებლებში. 
დასასრულ, რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ნუნუს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.