გაცნობითი ხასიათის ვირტუალური ვიზიტი ტრანსილვანიის  ბრასოვის უნივერსიტეტში

გაცნობითი ხასიათის ვირტუალური ვიზიტი ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში

გაცნობითი ხასიათის ვირტუალური ვიზიტი ტრანსილვანიის  ბრასოვის უნივერსიტეტში2021-11-29

გაცნობითი ხასიათის ვირტუალური ვიზიტი ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში

2021 წლის 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, E-PSY პროექტის ფარგლებში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის ვირტუალური ვიზიტი ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში. ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრები როგორც საქართველოდან, ასევე პოლონეთიდან და იტალიიდან.


29 ნოემბრის შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ბრასოვის უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორი დანიელა პოპა. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ფაკულტეტების, სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტების, კვლევითი ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრის პროექტების, აქტივობებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ. სოციოლოგიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორმა ლუიზა მესესიანმა ისაუბრა იმ საპილოტე პროექტზე, რომელიც ეხება სტუდენტების ემოციურ სიჯანსაღესა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას პანდემიის პერიოდში, ასევე, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საგანმანათლებლო აქტივობების ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებულ ღონისძიებებზე. ფსიქოლოგიის და განათლების მიცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა მარიელა პავალაკემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ პროექტებზე, კვლევებსა და იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც იყენებენ ფსიქოლოგიური და საგანმანათებლო შეფასებისთვის.


30 ნოემბერს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორმა ოანა ბოტამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობა, ისაუბრა კარიერულ, ფსიქოლოგიურ და საგანმანათლებლო საკითხებზე კონსულტირების, სხვადასხვა სერვისისა და აქტივობის შესახებ. ასოცირებულმა პროფესორმა მიხაელა ვოინემ მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობაზე, რომელთა მიზანია უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში, თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ზოგადად, სოციალური გარემოს გაუმჯობესება. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შესახებ. მუსიკათერაპიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა ელენა-ალექსანდრინა ბაბიმ ისაუბრა პროგრამის და, ზოგადად, მუსკათერაპიის მნიშვნელობაზე პიროვნების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის და მთლიანად, ცხოვრების გასაუმჯობესებლდ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმშმი მდინარებდა. მას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ბრასოვის უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორი დანიელა პოპა.


1 დეკემბერს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა Daciana Lupu-მ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამები და აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა საფეხურის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. ასევე, ისაუბრა ფსიქოდიაგნოსტიკის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების პრინციპებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რაც მათ აქვთ. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დანიელა პოპამ ყურადღება გაამახვილა სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური და აკადემიური კონსულტირების სერვისებსა და პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს მათ ფსიქოკონსულტირებას, შესაფერისი სასწავლო პროგრამის შერჩევას, დასაქმებაში დახმარებას, დამხმარე მოწყობილობებით უზრუნველყოფას, ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, სასწავლო მასალების მომზადებას და ადაპტირებას, მოხალისე სტუდენტების ჩართულობას, უნივერსიტეტში ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას და ა.შ. ასევე, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია მათი ცენტრის მიერ გამოყენებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის შესახებ, გააცნო ცენტრის სტრატეგია და სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
 დასასრულ, მონაწილეებისთვის მოეწყო ვირტუალური ტური ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტსა და ქალაქ ბრასოვში, რომელსაც დანიელა პოპა და ფლორინ ნეჩიტა უძღვებოდნენ.