ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ საერთაშორისო პროექტში E-PSY (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ჩართული პირების მიერ მოხდა სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა, რადგან 10-13 ოქტომბერს გამართული „ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი კვირეულის“ ფარგლებში გამოიკვეთა სტუდენტთა მხრიდან ინტერესი აღნიშნული პრობლემის მიმართ.