ერასმუს+ პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ ფარგლებში, 2022 წლის 12-16 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის (იტალია) ხელმძღვანელი რობერტო რიჩი და ცენტრის თანამშრომელი მარტა ტუბურა, რომლებიც აფასებენ პროექტის შესრულების ხარისხს. იტალიელი სტუმრები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსურის უფროსს, პროექტის კოორდინატორს, პროფ. ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, შუალედურ ანგარიშს, სამომავლო გეგმებს. რობერტო რიჩი და მარტა ტუბურა შეხვდნენ სსუ-ის ფსიქოლოგებს, სტუდენტებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინატორებსა და ხარისხის კონტროლის ჯგუფის წევრებთან, რომელზეც ყურადღება გამახვილდა პროექტის განხორციელების პროცესზე. საინტერესო და სამუშაო შეხვედრა შედგა თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურში, სადაც გაეცნენ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
ერასმუს+ პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები რობერტო რიჩისა და მარტა ტუბურას მიერ წარმატებულად შეფასდა.