ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გახსნა

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გახსნა

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გახსნა2022-12-29

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გახსნა

2022 წლის 29 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და ევროპულ უნივერსიტეტებში დატრენინგებული ფსიქოლოგები, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძის ხელმძვანელობით ბსუ-ს სტუდენტებს უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს გაუწევენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მათი ფსიქიკური ჯამრთელობის შესანარჩუნებლად. ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და პირდაპირ პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ პრიორიტეტებსა. მსგავსი ცენტრები პროექტის კოორდინატორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით (პროფ. ი. ძაგანია) საქართველოს ცხრა უნივერსიტეტში გაიხსნა. სტუდენტებს მიესალმა იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლევან ჯაყელი, ასოც. პროფესორი ქეთევან ბერიძე, პროექტის მენეჯერი პროფესორი მ. აროშიძე და სხვ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდა თაობის ფსიქიკური ჯამრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას და პიროვნული პოტენციალის განვითარებას.