შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ცენტრი გაიხსნა. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, შექმნილია კონსორციუმი, სადაც საქართველოდან 9 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმში მონაწილეობს 3 უცხოური უნივერსიტეტი.
პროექტის პარტნიორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტი 2 წელია ხორციელდება, პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პერსონალი. ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ბაზაზე, რადგან ის მუნიციპალიტეტში არსებულ შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე მოემსახურება ბენეფიციარებს რეგიონის მასშტაბით .