შემაჯამებელი კონფერენცია

შემაჯამებელი კონფერენცია

შემაჯამებელი კონფერენცია2023-12-30

შემაჯამებელი კონფერენცია

2023 წლის 19 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფინალური კონფერენცია, სადაც შეჯამდა მიღწეული შედეგები. 
კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბ-ნი ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
კონფერენციის მუშაობას უძღვებოდა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროექტების კოორდინატორი, პროფესორი ინდირა ძაგანია.
სიტყვით გამოვიდნენ: ქ-ნი ნინო წერეთელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი – სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ქ-ნი გუგული მაღრაძე – პროფესორი, პროექტის ფარგლებში შექმნილი საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე; ქ-ნი ირენა კუდლინსკა – E-PSY-ის ადგილობრივი კოორდინატორი ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტში (პოლონეთი) და ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი აგნიეშკა ვალჩაკ-ბეშჩინსკა; ქ-ნი დანიელა პოპა – E-PSY-ის ადგილობრივი კოორდინატორი ტრანსილვანიის უნივერსიტეტში (რუმინეთი); ბ-ნი რობერტო რიგი – E-PSY-ის პარტნიორი ორგანიზაციის - ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის ხელმძღვანელი (იტალია); ქ-ნი მაგდა მაღრაძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი; ბ-ნი რამაზ საყვარელიძე – ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი – ქ-ნი მაია შუხოშვილი.
ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას გააცნო პროექტების კოორდინატორმა ინდირა ძაგანიამ. 
სიტყვით გამოვიდნენ პროექტში ჩართული ქართული უნივერსიტეტების ადგილობრივი კოორდინატორები, პროფესორები: თამარ გაგოშიძე, მარინა აროშიძე, ნინო კორინთელი, გურანდა მოდებაძე, დავით ნატროშვილი, გიორგი დათუაშვილი, ნათია წიფურია, ზურაბ ზურაბაშვილი.
კონფერენციაზე, ერთხმად, წარმატებულად შეფასდა პროექტების ფარგლებში გაწეული სამუშაოები და აღინიშნა მიღებული შედეგების მნიშვნელობა.