ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში2020-11-29

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა ევროკავშირის პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) მონაწილეების ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: პროფ. ინდირა ძაგანია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტის კოორდინატორი), პროფ. თამარ გაგოშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. მარინა აროშიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თამარ ასლანიშვილი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ციური დურული (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), ბელა მოსია (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), გურანდა მოდებაძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჭაბუკი ჭეიშვილი (ქუთაისის უნივერსიტეტი), დავით ნატროშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი), თეონა ლოდია (შპს თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური), ანა მოსაშვილი, ია მურღულია, ირმა ზაქარაია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).


პროექტის კოორდინატორი, პროფ. ინდირა ძაგანია მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს, მიულოცა ერთობლივი პროექტის დაფინანსება და წარმატებები უსურვა ყველას მომავალ მუშაობაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი ოფიციალურად იწყება 2021 წლის 15 იანვარს, მაგრამ მანამდე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, კერძოდ, ამ ეტაპზე აუცილებელია პროექტის ყველა მონაწილის მიერ სამუშაო ჯგუფების შექმნა შემდეგი შემადგენლობით: კოორდინატორი, მკვლევარი, ადმინისტრაციული პერსონალი, ტექნიკური პერსონალი.