სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ საერთაშორისო პროექტ E-PSY -ს ფარგლებში მოიპოვა გრანტი “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა”Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 თებერვალს შედგა სამუშო შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტების წარმომადგენლების თანდასწრებით.
საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახურების განვითარებას და მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა მინდია ოკუჯავამ.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მსვლელობისას განხილული იქნა 2021 წლის პირველი ექვსი თვის სამუშაო გეგმა.პროექტის კოორდინატორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნულ პროექტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია 8 ქართული და 3 საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი.