24 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულთან დაკავშირებით გაიმართა საჯარო ლექცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა და პიროვნება“. ლექციას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი – გულიკო ბექაური. ლექციაზე განხილული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა. მოვლენები და ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აბიტურიენტები საჯარო სკოლებიდან. დამსწრე აუდიტორიის მხრიდან გამოვლინდა დიდი ინტერესი აღნიშნული თემის გარშემო. დაისვა კითხვები როგორც აღნიშნული თემის, ისე ყოველდღიური, აქტუალური პრობლემების შესახებ.
საჯარო ლექცია გაიმართა საერთაშორისო Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში E-PSY. “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”.