ევროკავშირის პროექტის მონაწილეების ონლაინ შეხვედრა

ევროკავშირის პროექტის მონაწილეების ონლაინ შეხვედრა

ევროკავშირის პროექტის მონაწილეების ონლაინ შეხვედრა2021-02-05

ევროკავშირის პროექტის მონაწილეების ონლაინ შეხვედრა

2021 წლის 5 თებერვალს ჩატარდა ევროკავშირის პროექტ „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) მონაწილეების ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, შპს თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი ბრაშოვში (რუმინეთი), ადამიანის უნარების გაძლიერების სტრატეგიული ცენტრის (იტალია) წარმომადგენლები და Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი.


ონლაინ შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. 


შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ქ-ნი ლიკა ღლონტი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი მინდია ოკუჯავა, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ წარმოადგინა პირველი წლის სამუშაო გეგმა. განხილულ იქნა სამუშაო პაკეტები და 2021 წლის ივნისის ჩათვლით განსახორციელებელი აქტივობები. პროექტის ფინანსური მენეჯმენტის საკითხებზე ისაუბრა სსუ-ის ფინანსებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსმა ნინო წივწივაძემ.