ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის აქტივობა

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის აქტივობა

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის აქტივობა2023-12-01

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის აქტივობა

2023 წლის 11 იანვარს, ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში პირველი აქტივობა გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უნივერსიტეტსა და ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცაიას შორის. სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პერსონალს მასტერკლასი ჩაუტარა ასოციაციის პრეზიდენტმა, ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი უნივერსიტეტში 2022 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა Erasmus+ საერთაშორისო პროექტის EPSY (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ფარგლებში.

პროექტის ზოგადი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ზოგადი მიზნიდან გამომდინარეობს ხუთი კონკრეტული მიზანი:
  1. ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
  2. პერსონალის მომზადება და გადამზადება;
  3. რეკომენდაციებისა  და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავება;
 4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;
 5. საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნა.