შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში2024-03-29

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2024 წლის 28 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო უცხოელ სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ქვეპროგრამის კოორდინატორმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ ისაუბრა ქვეპროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. პროფ. გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მხრიდან პროექტის მხარდაჭერაზე და უცხოელ სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა. .ქვეპროგრამის მონაწილემ, პროფ. ხათუნა ამაღლობელმა სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შემდეგ ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“. მან ისაუბრა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებზე - სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, ფსიქოლოგიური ცენტრებისადმი მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებზე.

საკითხმა დამსწრე საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. გადაწყდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე მუშაობა გაგრძელდება ფოკუს ჯგუფებში.