შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტში

შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტში

შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტში2024-06-27

შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტში

2024 წლის  26ივნისს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტში, რომლის  მიზანი იყო უცხოელ სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.  ქვეპროგრამის მონაწილე, ფსიქოლოგი ნათია ჭოჭუა სტუდენტებს ესაუბრა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და
ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებზე, სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, ფსიქოლოგიური ცენტრებისადმი მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებზე.
ქვეპროგრამის მონაწილემ, პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა ხაზი გაუსვა სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობას.
 საკითხმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ მონაწილეობა მიიღეს შეხვედრისას ჩატარებულ გამოკითხვაში. შემდეგ კი მუშაობა გაგრძელდა ფოკუს ჯგუფებში.