შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან2025-03-12

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022 წლიდან ახორციელებს საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას - „სტუდენტების
ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“. ამ ქვეპროგრამის
ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა
არაერთი კვლევა სტუდენტების საჭიროებების შესასწავლად.
2025 წლის 11 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად
არაქართველ სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო მათი ჩივილების შესწავლა და
აქტუალური პრობლემატიკის გამოკვეთა.
სტუდენტებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. მარინა ტურავა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მენტალურ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეპროგრამის
კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა
სსუ-ში არსებული სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის მუშაობაზე.
ქვეპროგრამის მონაწილემ, ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია
თემაზე – „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის
მხარდაჭერა“. მან ისაუბრა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის
„ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და ქვეპროგრამის ფარგლებში
ჩატარებული კვლევების შედეგებზე, სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე,
ფსიქოლოგიური ცენტრებისადმი მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებზე.
საკითხმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ იმუშავეს ფოკუს
ჯგუფებში.