სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის  მუშაობის შედეგები

სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მუშაობის შედეგები

სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის  მუშაობის შედეგები2025-03-12

სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მუშაობის შედეგები

სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის

მუშაობის შედეგები

 

მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, განსაკუთრებით კი სტუდენტობის პერიოდში, როდესაც პიროვნებას უწევს დაძლიოს სწავლასთან, კარიერის დაგეგმვასთან, ურთიერთობებთან და თვითიდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევა. სწორედ ამიტომ სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.

2024 წლის განმავლობაში ცენტრმა შესთავაზა მომსახურება ჯამში 36 სტუდენტს, რომლებთანაც ჩატარდა:

  • 186 საათი ინდივიდუალური კონსულტაცია – სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ საკუთარ ემოციურ, აკადემიურ თუ პირად საკითხებზე;
  • 16 საათი ჯგუფური თერაპია, რაც დაეხმარა მონაწილეებს ჯგუფური მხარდაჭერის, ემპათიისა და გაზიარების უნარის განვითარებაში;
  • ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა თვითმოტივაციის, სტრესის მართვისა და თვითშეფასების საკითხებს.
  • ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების გაუმჯობესებას: CV-ის და სამოტივაციო წერილის წერას და გასაუბრების ტექნიკების  გაცნობას.

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობას, სტრესთან გამკლავებას, პიროვნული ზრდისა და აკადემიური წარმატების მხარდაჭერას.

? რას ფიქრობენ ჩვენი ბენეფიციარები ცენტრის სერვისებზე?
ცენტრის მუშაობის შედეგების შესაფასებლად ჩატარდა ანონიმური გამოკითხვა, რომელშიც სტუდენტებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი. შედეგების მიხედვით:

  • მონაწილეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური სესიები დაეხმარათ სტრესისა და შფოთვის შემცირებაში.
  • ბევრმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ ინდივიდუალურმა სესიებმა გაზარდეს მათი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და მოტივაცია.
  • ჯგუფური თერაპიის სესიებმა სტუდენტებს მისცა ზრდის, გაზიარებისა და მხარდაჭერის განცდა, რაც დადებითად აისახა მათ ყოველდღიურ ურთიერთობებსა და ემოციურ ფონზე.
  • ტრენინგზე მიღებულმა პრაქტიკულმა რჩევებმა გააუმჯობესა მათი დასაქმებისთვის აუცილებელი კომპეტენციები.

?  სტუდენტური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას სტუდენტების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობისთვის ახალი ინიციატივებისა და სერვისების დანერგვით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დამხმარე, უსაფრთხო და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება საშუალება, იმუშაოს საკუთარ განვითარებაზე.

? მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური!
თუ გრძნობ, რომ გჭირდება მხარდაჭერა – ჩვენი ცენტრის კარი მუდამ ღიაა შენთვის!
?