საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „სტუდენტების
ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში,
2025 წლის 18-23 ივნისს ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში (სოფია) შედგა სსუ-ის
საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის
უფროსის, ქვეპროგრამის კოორდინატორის, პროფესორ ინდირა ძაგანიასა და
ქვეპროგრამის მონაწილის, ფსიქოლოგ ნათია ჭოჭუას ვიზიტი. ვიზიტის მიზანი იყო
საქართველოში სტუდენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური
დახმარების სერვისების განვითარების შესახებ პრეზენტაციის წარდგენა სოფიაში
გამართულ სემინარზე.
სემინარში, რომელიც ჩატარდა ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში, მონაწილეობდნენ
სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. ნათია
ჭოჭუამ ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის
„სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“
ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებზე. პროფესორმა ინდირა ძაგანიამ
ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული ფსიქოლოგიური
კონსულტაციის ცენტრების საქმიანობაზე. პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება
გამოიწვია.
შედგა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. პლამენ დოინოვთან; ვიცე-
რექტორთან, პროფ. გიორგი გოჩევთან; ვიცე-რექტორთან სამეცნიერო-კვლევითი და
შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, პროფ. ემილია დიმიტროვასთან;
პროგრამების საბჭოს დირექტორთან, პროფ. ლუბომირა ვალჩევასთან; სლავისტიკის
დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დოქტორ ირინა ტონჩევთან. განხილული იყიო
ქართულ-ბულგარული ურთიერთობები, თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის და
ახალი პროექტები.
ვიზიტის ფარგლებში პროფ. ინდირა ძაგანიამ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე - „ქართულ-
ბულგარული ურთიერთობების განვითარება“.
https://news.nbu.bg/bg/news/prepodavateli-ot-suhumskiq-dyrzhaven-universitet-v-tbilisi-gostuvaha-v-
nbu!89016