სიახლეები

სასწავლო დატვირთვით გამოწვეული სტრესი

სასწავლო დატვირთვით გამოწვეული სტრესი

საუნივერსიტეტო ცხოვრება მოითხოვს, რომ სტუდენტმა გაითვალისწინოს დროის მენეჯმენტის მოთხოვნები, გამოიყენოს დროის განაწილების ცხრილები, დაიცვას საკურსო ნაშრომის დედლაინი და სხვა სოციალურ/საგანმანათლებლო პასუხისმგებლობები, რაც მაღალი ინტენსივობის პირობებში შეიძლება გახდეს სასწავლო სტრესის ერთ-ერთი გამომწვევი (Atibuni 2012). ​

  • აკადემიური სტრესი პირდაპირ კავშირშია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებასთან და უარყოფითად მოქმედებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ​

  • განსაკუთრებით მაღალი აკადემიური სტრესის მაჩვენებელი შეიმჩნევა დასაქმებულ სტუდენტებში.​

სტრესის რომელი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს? ​

ფიზიკური სიმპტომები: თავის ტკივილი, წარბების თამაში, ნესტოების თრთოლვა, პირის ან ყელის სიმშრალე, გართულებული ყლაპვა, წყლულები ენაზე, კისრის არეში ტკივილი,თავბრუს ხვევა, ენის მოკიდება, ზურგის არეში ტკივილი, კუნთების ტკივილი და ა.შ.​

სტრესის რომელი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს? ​

ემოციური სიმპტომები: ცვალებადი გუნება-განწყობა, იოლად გამღიზიანებლობა, დათრგუნულობა, უჩვეულო აგრესიულობა, კონცენტრაციის უნარის და მეხსიერების გაუარესება, აღზნებადობა, მეწვრილმანეობა, ღამის კოშმარები, სოციალური იზოლაცია და ა.შ​

სტრესის რომელი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს? ​

ქცევითი სიმპტომები: კბილების კრაჭუნი, ფიზიკური სისუსტე, ნერვიული სიცილი, თითებით და ფეხებით ბაკუნი, ფრჩხილების კვნეტა, სიგარეტის უზომოდ ბევრი მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, საჭმლის უზომო მიღება, უზომო დიეტა და ა.შ.​

რეკომენდაცია

აკადემიურ სტრესთან ეფექტურად გასამკლავებლად საჭიროა სტუდენტებმა შეიმუშაონ სტრესის დაძლევის მარტივი სტრატეგიები.​

სტრესის დაძლევის სტრატეგიები​

დაგეხმარებათ მარტივი სასწავლო უნარ-ჩვევების შეძენა​​

  • დროის სწორი მენეჯმენტი​

  • რეალისტური აკადემიური მიზნების დასახვა​

  • გარკველი წახალისება დავალების შესრულებისთვის​

  • სასწავლო პროცესის ერთდროულად საინტერესოდ და სახალისოდ ორგანიზება​

  • ფიზიკური აქტივობების დღის რუტინაში დანერგვა​

  • სოციალიზაცია და ჯანსაღი კომუნკაცია ​

  • ძილის ციკლის მოწესრიგება (ჩირკადული რითმის შენაჩუნება)​​

შენიშვნა: ​სასწავლო ჩვევების შეძენა და მიყოლა დადებით კორელაციაშია აკადემიურ მოსწრებასთან​