სიახლეები

სოციალიზაციის პრობლემა

სოციალიზაციის პრობლემა

უნივერსიტეტი და სოციალიზაცია

რა არის სოციალიზაცია?

სოციალიზაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდი სწავლობს ჯგუფთან (ან საზოგადოებასთან) ადაპტირებას და იქცევა ჯგუფის (ან საზოგადოების) მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. სოციალიზაციის მეშვეობით ინდივიდები იძენენ სოციალურ უნარებს, რწმენას, ღირებულებებს და ქცევებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში ან კონკრეტულ ჯგუფში ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

სოციალიზაციის სხვაადასხვა საშუალებაა: კლუბში ან ჯგუფში გაწევრიანება, ონლაინ საუბარი, მეგობართან ტელეფონზე დარეკვა, მეგობრებთან ერთად გასეირნება და სხვა.

სოციალიზაცია და სტუდენტობა

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სტუდენტების მესამედი (33%) ხშირად თავს მარტოსულად გრძნობს.

ერთის მხრივ, სტუდენტობა მრავალი ცვლილებისა და განვითარების შესაძლებლობის მომტანი გამოცდილებაა. ამასთან ერთად სტუდენტობის პერიოდი ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა გამოწვევასთან. იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოწვევა ჯანსაღად გაუმკლავდე, მნიშვნელოვანია სოციალური ურითიერთობების შენარჩუნება, ახალი ურთიერთობების დაწყება, სოციალიზაციის სხვადასხვა აქტიოვბებშ ჩართვა და თანამოაზრეების პოვნა.

უნივერსიტეტში სოციალიზაცია დაგეხმარება:

  • ღრმა და ხანგრძლივი ურითიერთობების ჩამოყალიბებაში

უნივერსიტეტი არის ადგილი სადაც შეგიძლია დაუკავშირდე თანამოაზრეებს, გაიცნო ადამიანები მსგავსი ინტერესებით.

  • უკეთესი სწავლის ჩვევების განვითრებაში

შეგიძლია შეუერთდე ‘სასწავლო ჯგუფებს’ სადაც თან იმეცადინებ და თან იურთიერთებ.

  • სტრესის შეამცირებაში

გაზიარებით და სოციალური კონტაქტის დამყარებით შეგიმცირდება სტრესი.

  • სოციალური უნარების განავითარებაში

უნივრსიტეტში სოციალურ აქტივობებში ჩართვისას გაქვს შესაძლებლობა განივითარო სოციალური უნარები, რომლებიც მომავალშიც გამოგადგება.

როგორ ვიყოთ უფრო სოციალურები და შევინარჩუნოთ სოციალური ურთიერთობები?

  • გაატარე დრო კამპუსზე

ისეთ ადგილებში, როგორიც არის ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ეზო და სხვა. იქ შეძლებ სხვა სტუდენტების გაცნობას.

  • დაეუფლე ახალ სპორტს

ეს დაგეხმარება რომ გაიცნო ახალი ადამიანები მსგავსი ინტერესებით.

  • დაგეგმე და ჩაერთე ჯგუფურ აქტივობებში

  • გაწევრიანდი სხვადასხვ კლუბებში

ეს დაგეხმარება თანამოზარეებთან დაკავშირებაში და ახალი ინტერესების აღოჩენაში.

  • შეეცადე არ შეადარო შენი სოციალური ცხოვრება სხვებისას

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სტუდენტის უნივერსიტეტის ცხოვრება მსგავსია, ყველა სტუდენტი განსხვავებულია.

  • გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია

მიუხედავად იმისა, რომ მიზანშეწონილია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, დაფიქრი იმაზე თუ რომელი სოციალიზაციის აქტიოვბაა შენთვის მისაღები.

  • გასანზღვრე შენი პირადი საზღვრები

მნიშვნელოვანია დაადგინო და შეინარჩუნო პირად საზღვრები შენს სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. სცადე მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ.

  • დაუკავშირდი სხვებს

იქნება ეს პირისპირ ურთიერთობებით, თუ სოციალური მედიის მეშვეობით შეინარჩუნე კავშირები.