სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

სამუშაო ვიზიტი პოლონეთში2022-05-24

სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

2022 წლის 23-27 მაისსერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების, თბილისი კისის და იტალიის ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტი იმყოფებოდნენ პოლონეთში, ბიდგოშჩის ეკონომიკურ უნივერსიტეტშიშეხვედრებში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილექალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი.

ვიზიტის პირველ დღეს პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ინდირა ძაგანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი შეხვდნენ ბიდგოშჩის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბატონ კრისტოფ სიკორას. საუბარი შეეხო ორი ქვეყანის ურთიერთობას, უნივერსიტეტების შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც გაცვლითი პროგრამების, ასევე პროექტების მიმართულებით. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ისეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობით, როგორიცაა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 ქალბატონმა ინდირამ და ბატონმა კრისტოფმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანდგომისათვის. ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოსა და პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, სსუ-ისა და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმატებული პარტნიორობითა და პროექტის მიმდინარეობით.

ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ფსიქოლოგებმა რობერტო ლაუკსმა, ევა კაინიევსკამ და მაგდანელა ბერგმანმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სამედიცინო და სოციალური სერვისების ცენტრები, სხვადასხვა სახის სენსორული ოთახებიგააცნეს მათი ინფრასტრუქტურა და მუშაობის პრინციპები. იასეკ გოსპოდარსკიმ წარმოადგინა სიმულაციის უახლესი დანადგარები ფსიკოლოგიური დემენციის მქონე ადამიანებისათვის. ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბიდგოშჩის მერთან, ჩელმნოს გუბერნატორთან  და ტორუნის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით საპატიო სიგელი გადაეცათ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის გენერალურ კანცლერ ფილიპ სიკორას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორული თანამშრომლობისათვის განათლების სფეროში და ქართულ-პოლონური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და პროფესორ ირენა კუდლინსკას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორული თანამშრომლობისა და ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტ ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სსუ-ის ხელშეწყობით, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და პროექტის მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებს შორის.

ვიზიტი, რომლის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, წარმატებით განხორციელდა, რისთვისაც კონსორციუმის წევრები მადლობას უხდიან ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტს და განსაკუთრებით კოორდინატორს პოლონური მხრიდან, პროფესორ ირენა კუდლინსკას