საერთაშორისო კონფერენცია ვენაში

საერთაშორისო კონფერენცია ვენაში

საერთაშორისო კონფერენცია ვენაში2024-07-12

საერთაშორისო კონფერენცია ვენაში

2024 წლის 9-11 ივლისს, ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში (ავსტრია), გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – „უმაღლესი განათლების რეფორმირება: ინკლუზიურობა, ინოვაცია და გამძლეობა კომპლექსურ პოსტპანდემიურ ეპოქაში“. მასში, ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მონაწილეობდა ქვეპროგრამის კოორდინატორი, პროფესორი ინდირა ძაგანია. კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მაია შუხოშვილი, პროექტის მონაწილე ფსიქოლოგი ნათელა ჭოჭუა და თსუ-ის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

პროფ. ინდირა ძაგანიამ და ნათელა ჭოჭუამ წარადგინეს პრეზანტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებსა და უნივერსიტეტებში ფსიქლოგიური საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობაზე, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოწვია.

ვიზიტის ფარგლებში, პროფ. ინდირა ძაგანია შეხვდა ევროკომისიის წარმომადგენელს, ქალბატონ მია ვალინ ჰანსენს და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფ. ჰარალდ ბადინგერს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებს, მათ შორის, ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში.