2024 წლის 18-22 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი: 32 04 05) ქვეპროგრამა - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი პლამენ დოინოვი. ევროპელმა სპეციალისტმა ფსიქოლოგებისთვის ჩაატარა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ფსიქოლოგების გადამზადება საკონსულტაციო ცენტრებში სამუშაოდ. პროფესორმა პლამენ დოინოვმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფსიქოლოგიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს პოლიტიკის შემქმნელებისა და სამთავრობო უწყებებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებში ახალი სტანდარტის დანერგვის მიზნით.
მადლობას ვუხდით ახალ ბულგარულ უნივერსიტეტს, რომელიც გამოთქვამს
მზადყოფნას, ნებისმიერ დროს გაუწიოს დახმარება ფსიქოლოგიის საკონსულტაციო
ცენტრების ფსიქოლოგებს.